შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ძმას თანხა აჩუქა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, რომელიც სუს-ის უფროსის მოადგილეა, გიორგი ხოჯევანიშვილისგან 40 ათასი ლარი მიიღო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ინფორმაცია ალექსანდრე ხოჯევანიშვილის მიერ წელს შევსებული დეკლარაციიდან გახდა ცნობილი, რომელიც ძირითადად გასული წლის მონაცემებს მოიცავს.
სახელმწიფო რწმუნებულის ხელფასი თვეში 5 900 ლარით განისაზღვრება, თუმცა გიორგი ხოჯევნიშვილს შემოსავალი სხვა კომპანიებიდანაც აქვს, სადაც გარკვეულ წილებს ფლობს.
აღსანიშნავია, რომ ძმას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს საჩუქრის სახით თანხა ადრეც გადაურიცხა, იმ პერიოდში გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად ერთი წლის დანიშნული იყო, რა დროსაც 80 ათასი ლარი ძმის ანგარიშზე ჩარიცხა.