ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკში მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

511

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. მიმდინარეობს არსებული უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას და წითელი ნუსხის სახეობის მცენარეების გაშენება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხეების უკანონო ჭრისა და ბრაკონიერობისაგან დაცვის მიზნით, დაიწყო კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიის 150 ჰა-ის შემოღობვის სამუშაოები.

„ველური ბუნების სააგენტოს მიერ დაპროექტებული კრწანისის ტყეპარკში, მდინარე მტკვარზე, სარწყავი წყლის სატუმბი სადგურის უახლოეს მომავალში განთავსდება. დაგეგმილია მზის ენერგიაზე მომუშავე 100 კვტ ელექტროსადგურის, ინფილტრატი წყლების დრენაჟული ჭის და მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე ზაფხულში ეტაპობრივად განხორციელდება. ტერიტორიაზე დამშრალი 7 ტბორი აღდგება და დათევზიანდება. მოეწყობა 50-მდე საპიკნიკე ლოკაცია.

ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.