მარნეულის მერიამ ოთხ სკოლაში საპირფარეშოს მოწყობისთვის ჯამში 145 208 ლარის ტენდერები გამოაცხადა

631

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ სოფლის სკოლაში საპირფარეშოების მოწყობისათვის ორი ტენდერი გამოაცხადა.

პირველი ტენდერის მიხედვით, მერია სოფელ შაუმიანის N3 და აღმამედლოს საჯარო სკოლებში საპირფარეშოს მოწყობას 74 604 ლარად აპირებს. იგივე თანხა დაიხარჯება მეორე ტენდერისათვისაც რომლის მიხედვითაც საპირფარეშოები სოფელ ბურმასა და თაზაქენდის საჯარო სკოლებში მოეწყობა.

მერიამ ოთხი სკოლის საპირფარეშოების მოწყობისათვის ჯამში 145 208 ლარის ღირებულების ორი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაცია ორივე ტენდერში თითქმის იდენტურია.

მარნეულის მერიამ ტენდერები 30 ივნისს გამოაცხადა, მათში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 10-დან 13 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.