ქობულეთში სანაპიროს მოწესრიგებას ითხოვენ

398

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქობულეთში. ქვეწარმავლები, სარეველა ბალახებითა და ეკალ-ბარდებით დაფარული ნარგავები, – ამ სურათს ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ კურორტზე შეიძლება ხშირად წააწყდეთ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

პრობლემა ახალი არაა, მაგალითად შარშან, რთულად მისადგომი ტერიტოროების გასაწმენდად „მინი-ტრაქტორები“ უნდა შეეძინათ, თუმცა როგორც ირკვევა მუნიციპალიტეტს ტექნიკა არ შეუძენია. ქობულეთის მერიაში მხოლოდ წერილობით გვიპასუხეს, რომ აღნიშნული ტერიტორიებს უახლოეს დღეებში მოაწესრიგებენ, ტექნიკა კი კრიზისული ბიუჯეტიდან გამომდინარე შემცირებული ხარჯების გამო ვერ შეიძინეს.