აჭარის მთავრობა: საზღვარგარეთ და მათ შორის, თურქეთში თვითდასაქმებულები 300- ლარიან დახმარებას მიიღებენ

925

საზღვარგარეთ და მათ შორის, თურქეთში თვითდასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა ინიციატივა და დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც გაიზარდა ბენეფიციართა წრე სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში თვითდასაქმებულებით.

„აღსანიშნავია, რომ თურქეთში თვითდასაქმებულებმა დახმარების თხოვნით აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. ინიციატივის თანახმად საზღვარგარეთ და მათ შორის, თურქეთში თვითდასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

არსებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში ასეთი კატეგორიის 30 000 მოქალაქეა. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი იმ დოკუმენტების სია, რომლის წარმოდგენაც თვითდასაქმებულებს მოუწევთ,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.