წალენჯიხის სოფელ სქურის მოსახლეობა ნაგვის ურნების დადგმას ითხოვს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ადგილობრივი მცოხვრების ბაჩანა ჩანგელიას თქმით, იმის გამო, რომ სოფელში არ არის ნაგვის ურნები და მოსახლეობა, მდინარე ჭანისყალში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრის.
„იმის გამო რომ მდინარეში ნაგავს ყრიან, მდინარე თავისი შენაკადებით დაბინძურებულია. მდინარეში ბინადრობდა წითელ წიგნში შეტანილი კალმახი, რომელიც ნაგვის ჩაყრის გამო, ახლა იშვიათადაა. ირგვლივ საშინელი სუნია და ანტისანიტარია.
ახალგაზრდებმა ნაგვის ურნების დადგმის მოთხოვნაზე განცხადების ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სთხოვეს.
„აღნიშნული პრობლემით ჩვენ მოგვმართა სოფელ ჯგალის, სკურის საკურორტო ზონის მოსახლეობამ. ჩვენი სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე, მოსახლეობასთან ერთად შევიმუშავეთ განცხადება, შეგროვდა ხელმოწერები და დღეს მივმართეთ წალენჯიხის მერიას. იმედს გამოვთქვამთ, რომ წალენჯიხის მერია დააკმაყოფილებს მოსახლეობის თხოვნას და სკურში განათავსებს ნაგვის ურნებს“, – უთხრა „ლაივპრესს“ ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.
თავის მხრივ, წალენჯიხის მერიაში აცხადებენ, რომ ნაგვის ურნებს მას შემდეგ დადგმანე, რაც სქურის საავტომობილო გზა მოწესრიგდება.
„ ეს საკითხი აქტიურად განიხილება, თუმცა სანამ გზა არ რებილიტირდება, მანამ ნაგვის მანქანა ნარჩენებს ვერ გაიტანს. უახლოეს პერიოდში დაიწყება სქურის გზის რეაბილიტაცია, ნაგვის ურნების შეძენა და დადგმაც პარალელურად მოხდება“, – გვითხრეს წალენჯიხის მერიაში.