გურჯაანში შუქნიშნები 1 ივლისს სატესტო რეჟიმში ჩაირთვება

401

გურჯაანში შუქნიშნები 1 ივლისს სატესტო რეჟიმში ჩაირთვება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

უკვე დასრულდა დროის ამთვლელი მოწყობილობების მონტაჟი. თვის ბოლომდე კი დარჩენილი სამუშაოები დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ გურჯაანში შუქნიშნები ორ ლოკაციაზე, მეოთხე საჯარო სკოლისა და ჯეო ჰოსპიტალის კვეთაზე, ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. სამუშაოებს შპს „გზაჯვარედინი“, ასრულებს.

შუქნიშნების დასამონტაჟებლად გურჯაანის მერიამ 150 ათას ლარამდე გამოყო.