ფასანაურის წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

1047

წინა სტატია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, დაბა ფასანაურის წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას გეგმავს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნულ პროექტზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 10 ივლისს დასრულდება.

ტენდერის დასრულების შემდეგ, გამოვლენილმა გამარჯვებულმა კომპანიამ დაბა ფასანაურის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 თვეში უნდა დაასრულოს.

„ამ დროისთვის, ფასანაურის მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, მოძველებული და ამორტიზებული ქსელის გამო ხშირია დაზიანებები, რაც წყალმომარაგების მიწოდების კუთხით მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

პროექტის ფარგლებში, განახლდება არსებული სისტემა და მოეწყობა წყლის სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 1 700 000 ლარამდე დაფინანსდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 1 200-მდე ადამიანი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ ფასანაურში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს გასულ კვირას გააცნო“,- აღნიშნულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.