ხობის სოფელ ძველ ხიბულაში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასრულდა

392

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ განახორციელა.

პროექტის შესაბამისად, აშენდა 27000-კილომეტრიანი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 290 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.