ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის აღდგენა დასრულდა. გორის მერი ძლიერი ქარისგან დაზიანებული მრავალსართულიანი კორპუსის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდა.
სამუშაობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულებების ფარგლებში იმ კომპანიამ აწარმოა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ განახორციელია ბინის სახურავის რეაბილიტაცია.
სტალინის #1-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსს სახურავი ძლიერმა ქარმა მიმდინარე წლის 3 ივნისს ახადა.