ვარკეთილის მესამე მასივში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცეები მოეწყო

1091

ვარკეთილის მესამე მასივში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცეები მოეწყო.

თბილისის საკრებულოს ცნობით, აბაშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე 5200 კვ. მეტრ ფართობზე მოეწყო. სკვერში საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, განთავსდა საბაღე ურნები და სკამები, აგრეთვე დამონტაჟდა ენერგოეფექტური სანათები, საბავშვო ატრაქციონები და მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები.

ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის მოეწყო ექსტრემალური სპორტის მოედანი – სკეიტ პარკი. დასასვენებელი სივრცე მოეწყო ასევე, ვარკეთილის ზემო პლატოზე, კორპუსი 51ბ – ს მიმდებარედ. 610 კვ.მეტრ ფართობზე საბავშვო ატრაქციონები და გარე განათების ბოძები დამონტაჟდება. სკვერში საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და საბაღე სკამები განთავსდება.

სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.