„მე ვარ თვითდასაქმებული… მოგვაქციეთ ყურადღება“ – ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

869

ბათუმში ივენთმენეჯერებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა აქცია გამართეს. ისინი ევროპის მოედანზე ტრანსფარანტებით – „მე ვარ თვითდასაქმებული”, „მოგვაქციეთ ყურადღება“, „ქორწილი მხოლოდ ნათესავების თავშეყრა არ არის“ – გამოვიდნენ.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ქორწილებისა და სხვადასხხვა ღონისძიებების ორგანიზებით არიან დაკავებული, პანდემიის პირობებში კი უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ისინი ხელისუფლებისგან განმარტებებს მოითხოვენ, თუ როგორ გააგრძელებენ საქმიანობას.

„ჩვენ არ ვითხოვთ საღამოების სასწრაფო დაშვებას, ვითხოვთ განმარტებებს 15 ივლისიდან რა ფორმით იქნება დაშვებული ეს ღონისძიებები, რომ ჩვენი საქმიანობა დავგეგმოთ. ახლა ჩვენი შემოსავალი ნულზეა, აჭარაში 7000-მდე კაცი იყო დაკავებული ამ საქმიანობით, არამარტო ფოტოგრაფები და ოპერატორები, მზარეულები, მიმტანები, დიზაინერები და ასე შემდეგ, ჩვენც გვჭირდება არსებობა”, – განაცხადა ფოტოგრაფმა არჩილ მანველიძემ.