ამბროლაურის სოფელ კრიხში გზა იგება

507

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.

ამბროლაურის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე მოეწყო ასფალტის საფარი, გზის დამცავი ბარიერი და კედელი.

„სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ამბროლაურის ავტოგზა 10“ ახორციელებს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 480 000 ლარს შეადგენს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.