ბათუმში ავტობუსების გაჩერებების მონიშვნის სამუშაოები დღეს დილის 04:00 საათიდან დაიწყო. თანამედროვე სტანდარტის ნიშნულების მოხაზვა ქალაქის მასშტაბით 200-მდე გაჩერებაზე განხორციელდება და ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება.
უკვე დასრულდა ველობილიკების გადაღებვის სამუშაოები. 20 ათასი კვ.მ-ის სიგრძის ველოტრასა სრულად შეიღება. სამუშაოების პირველი ეტაპი ბილიკის შეღებვას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპზე კი, ბილიკის სპეციალური ნიშნებითა და გამყოფი ზოლით მოხატვა განხორციელდა.
სამუშაოებს მერიის სატანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო ახორციელებს.