ქუთაისში მწერალთა სახლის შენობის ადგილას 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

1176

ქუთაისში, მწერალთა სახლის დაწვარი შენობის ნაწილის ადგილას სასტუმროს განთავსება იგეგმება.
ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ინვესტორი, რომელიც იქ სასტუმროს ააშენებს, უკვე მოძიებულია, შენობის ნაწილი კი, აუქციონზე გასატანად არის მზად.

“მწერალთა სახლი  ამორტიზებულია, ამასთანავე არაერთხელ იყო საუბარი იქ არსებულ ანტისანიტარიაზე, ამიტომ, ჩვენ მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლებისგან შენობა, მოვიძიეთ ინვესტორი და ჩვენი პირობებით გაგვაქვს აუქციონზე. კერძოდ, იქ არსებული უნიკალური ბაღი უნდა შენარჩუნდეს, მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის კი შეიქმნას გარემონტებული ფართი, თავისი დარბაზებით, რომ იქ შეხვედრები ჩატარდეს. პარალელურად კი აშენდება სასტუმრო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.

მისივე თქმით, შენობის ის ნაწილი, რომელიც ინვესტორმა მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის უნდა გაარემონტოს, ქუთაისის მერიას გადაეცემა. ჯამში საუბარია 350 კვმ.–ზე;  ხოლო, დარჩენილ ფართს, 2250 კვ.მ–ს კი  ინვესტორი სასტუმროს მშენებლობისთვის გამოიყენებს.

მწერალთა სახლის ყოფილ შენობაში 4 ვარკვლავიან სასტუმროს  m2  ააშენებს.

წყარო: ქუთაისი პოსტი