ქუთაისის მერია რეგფონდიდან 800 000 ლარს მიიღებს

781

რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, ქუთაისში 800 000 ლარის ღირებულების პროექტებს დააფინანსებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

მერიამ პროექტების ჩამონათვალი ფონდში უკვე გააგზავნა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის, მირზა ხიდაშელის თქმით, თანხა გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მოხმარდება.
“საუბარია ხუთ ქუჩაზე, სადაც მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ესენია: რუსაძის, ასათიანის, გამსახურდიას, ნინოშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩები. ჯამში, 800 000 ლარის ღირებულების სამუშაოებია”, – ამბობს მირზა ხიდაშელი.
2020 წელს ქუთაისის მერიამ, რეგფინდიდან ჯამში 11 მილიონი ლარი უკვე მიიღო.