გორში, თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციას მერიას მაკრახიძის კომპანია 833 000 ლარად სთავაზობს

1059

თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციას გორის მერიას მაკრახიძის კომპანია 43 490‬ ლარით დაბალ ფასად სთავაზობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. კომპანიის შესარჩევად, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს, ტენდერი იყო გამოცხადებული და წინადადებების მიღება 5 ივნისს დასრულდა.

ამ დროისთვის, ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი კომპანია მინაწილეობს, რომელიც გორის მაჟორიტარ დეპუტატს, იოსებ მაკრახიძეს ეკუთვნის. ეს კომპანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერებში გამარჯვებულის სტატუსით ხშირად გვხვდება.

ამჯერად, გორის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 876 490 ლარის გადახდას გეგმავს, შპს იბოლია კი მომსახურების გაწევას შედარებით დაბალ ფასად, 833 000 ლარად სთავაზობს.

ტენდერი ახლა შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. უახლოეს დღეებში მაკრახიძის კომპანია ან გამარჯვებულად გამოცხადდება ან თუ შეთანხმება ვერ შედგა, ტენდერი ჩავარდება.