კომიტეტის სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს

356

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიზანი პრაქტიკაში გამოვლენილი უზუსტობებისა და ხარვეზების კორექტირებაა, სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თინათინ ზოიძემ წარადგინა. კომიტეტმა, კანონის პროექტი, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.