ერთწლიანი პაუზის შემდეგ აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა განაახლა. საწარმოში 500 ადგილობრივია დასაქმებული და ყოველდღიურად ქარხანა 500 ტონამდე შაქარს აწარმოებს. წლის ბოლომდე ქარხანას 60-65 ათასი ტონა შაქრის წარმოება აქვს დაგეგმილი.
საწარმოს განახლებისთვის 300 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდო, მოხდა გადაიარაღება და ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. საწარმო ბუნებრივ აირსა და პროდუქციის ტრანსპორტირებაზე სახელმწიფოსგან გარკვეული შეღავათებით ისარგებლებს, მას სრული დატვირთვით ამუშავებას და წარმოებული პროდუქციის რაოდენობის გაზრდას ხელს შეუწყობს.
ადგილობრივი წარმოების შაქარი იმპორტირებულს 50%-ით ჩაანაცვლებს რაც ფასებსა და ეკონომიკაზე დადებითად აისახება. აგარის შაქრის ქარხნის მუშაობას დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი გაეცნენ.