გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში ახალი 9-კლასიანი სკოლა აშენდება

1010

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში ახალი სკოლა აშენდება.

ამის თაობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1,2 მლნ ლარი გამოყო. ტენდერი გამოცხადდა, ხოლო გამარჯვებული კომპანია ობიექტის მშენებლობას 11 თვეში დაასრულებს.

9-კლასიანი სასწავლებელი “ბუილდ დიზაინის” სტანდარტებს უნდა აკმაყოფილწბდეს.

ქერეში სასწავლო პროცესი თითქმის 2 წელია შეწყვეტილია. მოსწავლეები მეზობელ სოფლებში არიან გადანაწილებული.