საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

1288

წინა სტატია

საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ პროექტს, რომლის ღირებულება 1 101 000 ლარს შეადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს.

„აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „ნიუ როუდი“ 4 მარტიდან ახორციელებს. პროექტის მიხედვით, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა გაივლის სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზა საერთო სიგრძით 51,6 კილომეტრი იქნება. პროექტის ფარგლებში 7 ხიდი აშენდება. აღიშნული პროექტი რეგიონის მცხოვრებლებს დედაქალაქთან კავშირს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს, ვინაიდან საგრძნობლად შემცირდება თბილისიდან რაჭის მიმართულებით გადაადგილების დრო და მანძილი. ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული“, – განმარტავენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.