ქალაქ თბილისის ტრანსფერი, რაც კაპიტალური პროექტებისთვის იყო გათვალისწინებული შემცირებულია 35 მილიონი ლარით, – ამის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დამატებითი საჭიროებების და შემცირებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილი ჯამში იზრდება 4 მილიარდ 490 მილიონი ლარით და საბოლოო ჯამში ბიუჯეტის მთლიანი ხარჯვითი ნაწილი, 15 მილიარდ 923 მილიონი ლარი იქნება.
კაკაურიძის თქმით, ჯამურად ამ შემცირებებით 600 მილიონი ლარის დაზოგვა არის დაგეგმილი, რისი უდიდესი ნაწილის მიმართვაც სოციალურ ხარჯებზე მოხდება.
უწყებების მიხედვით, შემცირებები ასეთია:
● ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 251 მლნ ლარით მცირდება;
● განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 177.7 მლნ ლარით მცირდება;
● თავდაცვის სამინისტრო – 75 მლნ ლარით ლარით მცირდება;
● ქალაქ თბილისის ტრანსფერი – 35 მლნ ლარით მცირდება;
● ეკონომიკის სამინისტროს ტრანსფერი – 26 მლნ ლარით მცირდება;
● სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო – 15 მლნ ლარით მცირდება;
● ფინანსთა სამინისტრო – 12 მლნ ლარით მცირდება;
● შსს 10 მილიონი ლარით მცირდება;
● საერთო სასამართლოები – 8 მლნ ლარით მცირდება;
● პარლამენტი – 4 მლნ ლარით მცირდება;
● საგარეო საქმეთა სამინისტრო – 3 მლნ ლარით მცირდება.