ჩვენ პრემიების გაცემა შევზღუდეთ, ასევე ვაკანსიებზე აყვანაც დავაკონსერვეთ, ხოლო პენსიების ზრდის დაპირების შესრულებაზე არ ვთქვით უარი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პენსიების ზრდა მოხდება 1 ივლისიდან, როგორც დაგეგმილი იყო.
„მეტიც, ამასთან ერთად შემოვიტანეთ პენსიების ინდექსაციის კანონი და ინიციატივა, რომლის არსი არის შემდეგში, რომ ყოველ წელს პენსიების ზრდა მოხდეს შემდეგი პარამეტრით, 70 წლამდე პენსიონერებს გაეზარდოთ ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70- ზე მეტი ასაკის პენსიონერებისთვის გაიზარდოს ინფლაციით და ეკონომიკური ზრდის 80%-ით. თუმცა, მინიმუმ თანხები უნდა იყოს 20 და 25 ლარი ორივე კატეგორიისთვის. ეს იქნება კანონში, არ იქნება მთავრობის დისკრეცია ან რომელიმე პოლიტიკური ძალის დისკრეცია,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.