აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მე-11 სხდომაზე, დღის წესრიგის პირველი საკითხი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმადგინა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებსა და ფრაქციებში განსახილველად ჩაეშვა.
განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. ბიურომ ცნობად მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის – გიორგი რომანაძის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა. რაც შეეხება დადგენილების პროექტს – “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“, ის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება. ბიუროს გადაწყვეტილებით, 9 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ანგარიშს მოისმენენ. საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა.
სხდომაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა საკითხი, ერთ-ერთი, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათს“ უკავშირდებოდა.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს – ჯაბა ფუტკარაძეს უმაღლეს საბჭოში 11-ის ნაცვლად, 18 ივნისს მოუსმენენ.