აბაშაში მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშანი დამონტაჟდა

1430

აბაშის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო ავტომაგისტრალის ქალაქ აბაშის მონაკვეთზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშანი დამონტაჟდა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი რეგიონული განვითარების პროგრამების ფონდიდან 118 060 ლარით დაფინანსდა.

„ზემოთ აღნიშნული პროექტი შუქნიშნის მონტაჟთან ერთად ითვალისწინებს სადგურის მოედანზე საპარკინგე ადგილების მოწყობას და შესაბამისი საგზაო ნიშნების მონტაჟს. ასევე, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის მოწესრიგებას შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

სამუშაოებს ასრულებს შპს „გზაჯვარედინი“.

შუქნიშნის ამოქმედებამ ხელი შეუწყო ქალაქის ცენტრში ავტომანქანების მოძრაობის დარეგულირებას და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებას“ , – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.