დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

544

40 წლის შემდეგ პირველად, დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის (ამამლო, ბაზაქლო, მამიშლო, ვაკე, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი, ჯავახი) მოსახლეობას სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ მთისძირში აქტიურად მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობის, შემკრების/რეზერვუარისა და მაგისტრალური ხაზის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 1 068 169 ლარს შეადგენს.