ორთაჭალის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი და გზის საფარი მოეწყო

865

კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩა N77-ის მიმდებარედ, აქამდე არარსებული სანიაღვრე სისტემა მოეწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას კრწანისის რაიონის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

ჯაფარიძის თქმით, სანიაღვრე სისტემამ მოსახლეობისათვის წყალმოვარდნის პრობლემა უნდა აღმოფხვრას.

“მთლიანად შეიცვალა წყალარინების ქსელი, ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის საფარის მოწყობა”, – წერს ჯაფარიძე.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, გემგეობის ცნობით, ამ ეტაპზე ასფალტის დასხმა ორთაჭალის ქუჩის N77-დან წინანაურის ქუჩამდე მიმდინარეობს. ასევე, წესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და ეწყობა ბორდიურები.

“ძველი საფარი ახლით 3 300 კვ.მ-ზე იცვლება. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 181 500 ლარია გამოყოფილი”, – განმარტავენ გამგეობაში.

კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩა N77-ის მიმდებარედ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მთელ ამ მონაკვეთზე…

Posted by Levan Japaridze on ხუთშაბათი, 04 ივნისი, 2020