დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილაჯლოში შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმიდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, პროექტის ღირებულება 469 000 ლარს შეადგენს და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სოფელ კიზილაჯლოში გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა ამ დრომდე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილ გზაზე კომფორტულ გადაადგილებას შეძლებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.