თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკა 1 ივლისს გაიხსნება

1503

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკა რამდენიმე თვეა, რაც არ ფუნქციონირებს. ბიბლიოთეკის გახსნა 1 ივლისს იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

“ოფიციალური ინფორმაციით, ბიბლიოთეკა 1 ივლისს განაახლებს მუშაობას, თუმცა შესაძლებელია ივნისის თვეში რამოდენიმე სექტორი გაიხსნას. მუყაოზე ბაქტერია დიდი ხნით რჩება, ამიტომ საშიშია ახლა ჩვენი მუშობა”, – განაცხადა ბიბლიოთეკის დირექტორმა, მაყვალა წიკლაურმა.