დღეს საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების სექტორის დახმარების პაკეტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან აიღებს ლარის იპოთეკურ სესხს, 5 წლის ვადით. საპროცენტო განაკვეთის 4%-იან თანადაფინანსებას გაუკეთებს.
პროგრამის პირობები და კრიტერიუმები ასეთია:
● იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს – 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე;
სახელმწიფო თანადაფინანსება – 4%;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განახლდება თუ ასცდა 5%-ს);
● სესხის ჭერი – 200,000 ლარი;
● თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება (ხელშეკრულების დადებიდან);
● სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.
პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი.