გახარია ბიზნესის შეჩერებაზე: რა კორუფცია ხალხო, შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ “პონტში”

777

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მტკიცებით, კორონავირუსის პანდემიისას გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, გარკვეული კომპანიების მუშაობასთან კორუფციას ადგილი არ ჰქონია. პარლამენტში მან ისაუბრა, როგორ მიიღეს გადაწყვეტილებები.

“როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და შტაბი შეიქმნა, იმ წუთში გამოჩნდა ის მსხვილი სისტემური კომპანიები, რომლის გაჩერებაც შემდგომ ერთ თვეში ან ერთ კვირაში შეიძლება გამოეწვია ათობით მილიონი ზარალი. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, სამი თვით ვაჩერებდით თუ ერთი დღით. ეს არის მეტალურგია, ეს არის მოპოვებითი… ჰო, სისტემური, მაგალითად, გეტყვით, რომ ერთ-ერთი საწარმო რომ არ გაგვეჩერებინა, უბრალოდ, ქალაქი მოვაქციეთ კარანტინში, ვინც მუშაობს, შიგნით ჩავტოვეთ, რომ არ შეგვეტანა ინფექცია. რიკოთი ერთი დღით არ გაჩერებულა, სისტემური ინფრასტრიქტურული პროექტები არ გაჩერებულა, უბრალოდ, იქ გარკვეული წესები იყო დანერგილი, რომელსაც მკაცრად ვაკონტროლებდით” – თქვა გახარიამ.

პრემიერის მტკიცებით, ზოგმა კომპანიამ თავად თქვა მუშაობაზე უარი.

“ზოგიერთ კომპანიას არც ჰქონდა სურვილი, თქვა, რომ მე ამ პირობებში ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მიღირს, დაველოდებით ერთი თვე და მერე… ასე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და ეს დროში ისე ხდებოდა, რა კორუფცია, ხალხო, შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაცა, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ” – განაცხადა გახარიამ.

ოპოზიციის რეპლიკაზე, რომელიც “ქართულ-ჯიგრულ პონტს” ეხებოდა, პრემიერმა თქვა – “ვაიმე, სიტყვაზე დამიჭირეთ, არა?”.