შეიზღუდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება 15 ივლისამდე

1393

წინა სტატია

არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისის განსაზღვრა არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა ზუსტად 15 ივლისამდე დარჩება,- ამის შეშახებ მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

მათი განმარტებით, შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას.

კერძოდ, მთავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდება და ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, რის შესაბამისადაც დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდება.

ნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვების შესახებ დადგენილება გამოსცა, რომელიც ძალაშია 2020 წლის 15 ივლისამდე.

დადგენილების მიხედვით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ძალაში რჩება სხვადასხვა შეზღუდვა, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით, საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.