გორის სოფელ ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის 452 200 ლარი იხარჯება

697

ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემის მოეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 452 200 ლარია.

„სოფლისთვის ყველაზე დიდ პრობლემას დღემდე სასმელი წყალი წარმოადგენს. მას ადგილობრივები ჯერ კიდევ 7 კილომეტრიდან ეზიდებიან. პროექტი ითვალისწინებს ინდივიდუალური წყლის მრიცხველების დამონტაჟებას, ჭაბურღილის, სადაწნევო კოშკისა და შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი სასმელ წყალს შეუფერხებლად მიიღებს. სასმელ წყლის სისტემი მოწყობასთან ერთად, ნადარბაზევში გზების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს,“- აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი სასმელ წყალს შეუფერხებლად მიიღებს.