ზუგდიდში, სპორტკომპლექსის შენობის მიმდებარედ კრივის დარბაზი მოეწყობა. შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე ტენდერი მერიამ დღეს გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 12 ათას ლარს შეადგენს. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
დოკუმენტაციის მიხედვით, რინგის მოწყობასთან ერთად, საინვენტარო, საშხაპე, ადმინისტრაცია, საპირფარეშო და გასახდელი ოთახების მშენებლობა უნდა იყოს გათვალისწინებული.
ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ წარმომადგენლის და მწვრთნელის, გაგა თოდუას ინფორმაციით, კრივის ჯგუფში 100 მოზარდი, მათ შორის, რამდენიმე წარმატებული სპორტსმენი ირიცხება.
„ჩვენ გვაქვს ოლიმპიური დონის რინგი, თუმცა არ გვაქვს ცალკე დარბაზი და ეს დისკომფორტს გვიქმნის. ჩვენ გვყავს ევროპის ჩემპიონი, ფინალისტი და პრიზიორები, მათ შორის, გოგოები. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად აშენდეს ეს შენობა, რადგან ის უმრავი კარგი მოკრივის აღზრდას შეუწყობს ხელს“, – უთხრა რადიო „ათინათს“ გაგა თოდუამ.
ტენდერით დაინტერესებულმა პრედენდენტმა წინადადება 28 მაისამდე უნდა წარადგინოს.