ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება

519

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, ზუსტი რეკომენდაციები და პროტოკოლი თუ როგორ უნდა ჩატარდეს გამოცდები ივნისში გახდება ცნობილი მაშინ, როდესაც გამოცდების თარიღები დასახელდება.

„ის, რომ გამოცდების დროს ზედმიწევნით კარგად იქნება დაცული პროტოკოლები, რომელსაც ჯანდაცვის სფერო მოგვაწოდებს, ეს ცალსახად ასეა. მაგალითად, ერთ სივრცეში, ერთ ოთახში გამოცდების ჩატარების დროს არაუმეტეს 10 აბიტურიენტის იქნება. გარდა ამისა, იქნება მთელი ნუსხა დეტალური, სპეციფიური პროტოკოლის, რომელსაც ივნისში ეროვნული გამოცდების თარიღების გამოცხადების დროს იქნება. ივნისში უფრო უკეთესი სურათი იქნება ჩვენთვის ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის ზოგადად ეპიდსიტუაციის შესახებ და აქედან გამომდინარე მოხდება დასკვნების გაკეთება“, – განაცხადა ჩხენკელმა.