გორის მერია: 2022 წელს, გორის მუნიციპალიტეტს 59, 8 კმ რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება

243

2022 წელს, გორის მუნიციპალიტეტს 59, 8 კმ რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება. რეაბილიტირებული გზის ფართობი 183 004 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

გორის მერიის ცნობით, პროექტების მიხედვით 25 900 მეტრი სოფლებში (შიდა გზები), ხოლო 10 300 მეტრი ქალაქში ეწყობა. გარდა ამისა, მიმდინარეობს სოფლების დამაკავშირებელი გზების (ორი გზის მონაკვეთის: ხიდისთავის, ატენისა და ბოშურის გზა; ტირძნისის, დიცის, ერედვისა და ხეითის გზა) რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო მონაკვეთების ჯამური სიგრძე 23 600 მეტრია.

„მიმდინარე წელს, გორში სამუშაოები ქალაქის 17 ქუჩაზე დაიწყო. უკვე დასრულდა აბაშიძის, არაგველის, ქუჩიშვილის, ბესიკის, იაკობ ჯუღაშვილის ქუჩები და მიმდინარეობს 9 ქუჩის რეაბილიტაცია (აღმაშენებლის გამზირი, ცხინვალის გზატკეცილის მონაკვეთი, რაზმაძის, რობაქიძის, გვერწითელის, გიორგი ბრწყინვალეს, ჩერქეზიშვილის, სოხუმის, ბაგრატიონის ქუჩები).

მალე დაიწყება სამუშაოები ანტონოვისა და სააკაძის ქუჩებზეც. გარდა ქალაქისა, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის 22 სოფელში დაიგეგმა.

მათ შორის სამუშაოები დასრულდა 11 ( ბერშუეთი, წედისი, ბნავისი, ოლოზი, ღვარები, ხიდისთავი, ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ტირძნისი, ქვახვრელი, ატენი) და მიმდინარეობს 8 სოფელში (კირბალი, ბერბუკი, ტინისხიდი, დიდი გორიჯვარი, ტინისხიდი, შერთული, ხელთუბანი).

მალე დაიწყება გზების რეაბილიტაცია ახალდაბასა და მეღვრეკისში, აძვისა და ჯარიაშენში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.