გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა.
სამშენებლო სამუშაოები არსებული გზების რეაბილიტაციას, საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკის და პარკირების მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, პროექტით ხუთ წერტილზე გათვალისწინებულია საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობაც.
პროექტის ღირებულება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, 1.2 მილიონ ლარს აღემატება.