დახარჯული ორი მილიონი ლარი და ისევ უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა ხუცუბანში

661

ქობულეთის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობა“  ხუცუბანში წყლის პრობლემას გამოეხმაურა. განცხადება ლელა ვერულიძერმ გააკეთა. მან  აღნიშნა, რომ დახარჯული ორი მილიონი ლარის ფონზე სოფელში შედეგი არ ჩანს. ონკანებიდან სასმელად უვარგისი წყალი მოდის.

საკრებულოს წევრმა წყალი სხდომაზე ნიმუშად   მიიტანა და  ქობულეთის გამგებლის მოადგილეს შეუსრულებელი დანაპირებიც შეახსენა, რომელიც,  მისივე თქმით აცხადებდა, რომ პრობლემას შეისწავლიდა და წყალსადენებზე ფილტრები დამონტაჟდებოდა.

მალხაზ რომანაძემ აღნიშნა, რომ ფილტრაციის სისტემის დასამონტაჟებლად ჯერ მხოლოდ პროექტის შეძენა იგეგემება, სამონტაჟო სამუშაოები  კი მომდევნო წელს დაიწყება. რატომ არ გაითვალისწინეს  თავის დროზე ფილტრაციის სისტემის მოწყობა? რომანაძემ აღნიშნა, რომ ფილტრები არის, თუმცა მოძვეელბულია, რომელმაც ძლიერი წვიმებისას ნატანის მასებს ვერ გაუძლო. როგორც საკრებულოს წევრებმა სხდომაზე აღნიშნეს, მსგავსი პრობლემები საჩინოში და ქობულეთის კიდევ რამდენიმე სოფელშია.

წყარო: ტვ25