თელავის გართობისა და დასვენების პარკ “ნადიკვარზე” მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მზის მხარეს მბრუნავი გერმანული სისტემის ( Deger tracker 9000 NT) ელექტოსადგურის სიმძლავრე 12.6 კილოვატია.
უწყებაში განმარტავენ, რომ წინასწარი გათვლებით, ელექტროსადგური წელიწადში 22 000 კვ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც ნადიკვრის პარკის წლიური ენერგო მოხმარების დაახლოებით ნახევარს შეადგენს.
“სისტემას დადებითი გავლენა ექნება გარემოზე. მზის ელექტოსადგურის მშენებლობა ადგილობრივმა ბიზნესმენმა, შოთა როსტომაშვილმა სრულად დააფინანსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად გადასცა. მერია მადლობას უხდის შოთა როსტომაშვილს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტის ჯამური ღირებულება 126 764 ლარია.