ქუთაისის მერიამ სულხან-საბას გამზირზე, მუნიციპალური ავტობუსების ავტოპარკის მშენებლობის მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომლის თანახმად, სამუშაოებისათვის 2 695 874 ლარი განისაზღვრა.
ტენდერში შპს “სქაიჰაუსმა” გაიმარჯვა, ის სამუშაოებს 2 642 777 ლარის სანაცვლოდ შეასრულებს. სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვე განისაზღვრა.
ავტოპარკის დიზაინი შპს “ეკა დიზანმა” 52 443 ლარად მოამზადა. დიზაინის თანახმად, ავტოპარკში სხვადასხვა სივრცეები უნდა მოეწყოს. ცალ-ცალკე მოეწყობა დიზელზე და ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილების სადგომები. ადგილზე იქნება როგორც ბენზინგასამართი, ასევე ელექტროავტობუსების დასატენი მოწყობილებაც. მოეწყობა ავტოსამრეცხაოებიც, ასევე ტექნიკური დათვალიერების სივრცე და პროფილაქტიკური სამუშაოების განკუთვნილი ადგილი.
პროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული შენობა და სკვერი, ასევე პერსონალისათვის საჭირო ავტოსადგომი.