ზესტაფონის მერიის დაკვეთით, სოფელ კვალითში ცენტრალური საავტომობილო გზისა და ბირბიჩაძეების უბანთან დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
კვალითის ცენტრალური გზა, რომელიც ქალაქთან აკავშირებს ადგილობრივ მოსახლეობას, ყოველდღიურად 2000–მდე ადამიანი სარგებლობს.
გზის აღდგენის სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელეებლი პროექტების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 555 555 ლარია. პროექტის ფარგლებში, გზის ზედაპირი ასფალტის საფარით მოეწყობა.
უახლოეს პერიოდში ზესტაფონის მერია შვიდ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გამოაცხადებს ტენდერს.