იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნო

476

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

პოლიციის, პატრულის, საფინანსო, შემოსავლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებმა რწმუნებულს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რა სამუშაოები ხორციელდება ამ ეტაპზე რეგიონში. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ყველა სამსახურის კოორდინირებულად მუშაობა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები. ყველა პირობა უნდა შევუქმნათ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ისინი დარჩნენ სახლში“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

რეგიონში უკვე დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფე-რესტორნები, სპა-ცენტრები და სხვა მსგავსი სახის დაწესებულებები. პრევენციის მიზნით, აიკრძალა შიდა სამარშrუტო მიკროავტობუსები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარეობს სხვადასხვა ობიექტების სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით უკვე დამუშავდა, იმერეთის რეგიონში არსებული ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, სახელოვნებო და სპორტული დაწესებულებები. ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ასევე, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელებიც პირველ ეტაპზე, ჩართული არიან უფასო სასადილოში საკვების უსაფრთხოდ მიწოდების წესების დაცვაში.