მარნეულის მერია ხუთ ახალ ავტობუსს შეიძენს. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ავრობუსების შესაძენად ტენდერი დღეს, 19 მარტს, გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სატენდერო წინადადებეის მიხედვით, მერია ავტობუსების შესაძენად 1 335 000 ლარს დახარჯავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელ სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ ავტობუსები, ტენდერის სახელწოდებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 5 ახალი ავტობუსი ქალაქ მარნეულს მოემსახურება.
ქალაქ მარნეულში მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვის ტენდერში მონაწილე კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 15-დან 20 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტში ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა ორი კვირის განმავლობაში აკრძალულია