კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მუნიციპალიტეტებს მიმართავს რეკომენდაციით, მოიჯარეებს, რომლებიც სარგებლობენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სავაჭრო ობიექტებით, იჯარის გადასახადი არ მოსთხოვონ. ამის შესახებ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული იჯარით გაცემული გადასახადების შეჩერებას, რომელიც ეხება სავაჭრო ობიექტებს, ეს რეკომენდაცია ასევე მიეცა ყველა სხვა მუნიციპალიტეტსაც… ყველა ამ ღონისძიებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია, გაითვალისწინოთ რეკომენდაციები, რომელიც სააკოორდინაციო საბჭოდან არსებობს და დავრჩეთ სახლში“,- განაცადა ჩიქოვანმა.
19 მარტს დილით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით COVID-19 ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა. დაავადებულთა საერთო რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია.