გურჯაანში ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს სურსათი გადაეცემათ

558

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების მოსწავლეების კვებისთვის ამ დროის განმავლობაში გამოყოფილი თანხა მათ ოჯახებს მოხმარდება.

როგორც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანებაში განმარტავენ, სასურსათო კალათებისთვის, რომელიც თითოეული აღსაზრდელის ოჯახს გადაეცემა 132 000 ლარს გამოყოფენ.

“თითოეული სასურსათო კალათის ღირებულება 60 ლარს შეადგენს და სხვადასხვა პროდუქტს მოიცავს. სასურსათო კალათების ოჯახებში მიტანა მომავალი კვირიდან დაიწყება”, – აცხადებენ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში.