გახარია: ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ და მზად უნდა ვიყოთ ამისთვის

772

ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ და მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს აბსოლუტურად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი საბჭოს და მთავრობის ეფექტური მუშაობისა ინფექციის შეჩერების მიმართულებით, დღეს ფაქტობრივად გადავდივართ დაავადების გავრცელების ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად. ეს ნიშნავს იმას, რომ მიდგომები და მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ და მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურეობისთვის. ეს დავალებები დღეს გაიცა, ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგ ფორმაშია, რომ შესაბამის გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.