ქუთაისში ახალგაზრდობის ქუჩის მესამე შესახვევი რეაბილიტირდება

426

ქუთაისში ახალგაზრდობის ქუჩის მესამე შესახვევის გზის საფარი რეაბილიტირდება. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქუტურის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის განცხადებით, სამუშაოებისათვის საჭირო თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა. რეაბილიტაციაზე 200 000 ლარი დაიხარჯება.

წელს ქუთაისში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხით 13 ქუჩა რეაბილიტირდება. გზების რეაბილიტაციაზე ჯამში 6 მილიონამდე დაიხარჯება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კი 2020-2021 წლებში ქუთაისში 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 10 მილიონ ლარამდე იქნება.