მგზავრების ნაწილის ეჭვებს, რომ მიკროავტობუსების რაოდენობა, შესაძლოა, შემცირებული იყოს, რადგან დაწესებულებების უმეტესობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი“ უარყოფს და აკომპანიაში ცხადებენ, რომ დედაქალაქში მიკროავტობუსები შეუფერხებლად მოძრაობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიკროავტობუსებს 2-3 დღეში ერთხელ დეზინფექციაც უტარდება.
“1 200-ვე მიკროავტობუსი, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით აქამდე მოძრაობდა, ახლაც მოძრაობს შეუფერხებლად. ყველა მიკროავტობუსი გადის დეზინფექციას იტალიური ხარისხის ხსნარებით, რომელსაც 7-დღიანი მოქმედების ვადა აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, 2-3 დღეში ყველა მიკროავტობუსი ამ პროცესს თავიდან გადის. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეგვიძლია მივაწოდოთ ვიდეომასალა, რომელსაც ავტოფარეხებიდან ყოველდღიურად ვიღებთ. დეზინფექცია ტარდება როგორც შიდა, ასევე გარე დამუშავებით. ყველა მგზავრს აქვს საშუალება გადაადგილდეს შეუფერხებლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, “თბილისის მიკროავტობუსი“მოქალაქეებს ურჩევს, მგზავრობის საფასური პლასტიკური ბარათებით გადაიხადონ.