“თბილისის მიკროავტობუსი“ მოქალაქეებს ურჩევს, მგზავრობის საფასური პლასტიკური ბარათებით გადაიხადონ

713

შემდეგი სტატია

შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს და მგზავრებს რეკომენდაციას აძლევს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენონ, რადგან ფული ერთგვარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ყველა მიკროავტობუსში დამონტაჟებულია და გამართულად მუშაობს გადახდის სპეციალური აპარატები. მიკროავტობუსების ყველა მძღოლს აქვს ინფორმაცია, რომ შეუძლიათ გამოიყენონ თავდაცვის საშუალებები, მათ შორის პირბადეები და ხელთათმანი, რის მიწოდებასაც კომპანია უზრუნველყოფს.

ყველა მძღოლს აქვს მიცემული რეკომენდაციები. რამდენჯერმე დავარიგეთ პირბადეები და ხელთათმანები. ბუნებრივია გაფრთხილებულები არიან, რომ ნაკლები შეხება იყოს ფულთან, რადგან ფული ერთგვარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. თუმცა, არ გვაქვს უფლება მძღოლს ვუბრძანოთ თავდაცვის საშუალებები გამოიყენონ. ყველა ადამიანი საკუთარი შეხედულებისამებრ ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე. ჩვენგან ამ ტიპის რეკომედაციები ყველა მათგანს მიღებული აქვს. თუ მძღოლების მხრიდან იქნება მოთხოვნა, ჩვენ დამატებით კიდევ მივაწვდით თავდაცვის საშუალებებს.

რაც შეეხება მიკროავტობუსებში ქეშით მგზავრობის საფასურის გადახდას, კომპანიას არ აქვს უფლება აკრძალოს ქეშით გადახდა. ყველა მიკროავტობუსში დგას გადახდის აპარატები და აქვს უფლება ნაღდი ანგარიშსწორების გარეშე გადაიხადოს, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობის ნაწილი არ იყენებს ბარათს, ქეშით გადახდის აკრძალვის უფლება არ გვაქვს“, – ამბობენ „თბილისის მიკროავტობუსში“.