კორონავირუსის გამო კახეთის მუნიციპალიტეტები შეზღუდვით იმუშავებენ

484

კორონავირუსის საფრთხის გამო, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, კახეთის მუნიციპალიტეტებში გარკვეული სერვისების მიწოდება შეიზღუდება.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაცის ინფორმაციით, თვითმმართველ ერთეულებში აღარ გაიმართება კომისიების ან საბჭოს სხდომები, რომლებსაც მოქალაქეები ესწრებიან.

“დროებით შეიზღუდება მიწის ლეგალიზაციის განაცხადების მიღება და ამავე საკითხზე კომისიის სხდომების ჩატარება და იურიდიული კონსულტაციების გაწევა. ამავდროულად, არ შეჩერდება მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით, მომსახურების გაწევა და მუნიციპალური სერვისის – უფასო სასადილოების ფუნქციონირება. მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოსახლეობას, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ მუნიციპალიტეტების მოქალაქეთა მომსახურების ბიუროებს, რომლებიც შეზღუდულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.